Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ იუვენტუსს ვლაჰოვიჩის გაფორმება გაუჭირდება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„ამ მომენტისთვის იუვენტუსს დუშან ვლაჰოვიჩის გასაფორმებელი რესურსები არ აქვს და ეს მხოლოდ მის სატრანსფერო ფასს არ ეხება. ვლაჰოვიჩის აგენტი ტრანსფერის სანაცვლოდ საკომისიოს სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ვლაჰოვიჩის იუვენტუსში ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ამცირებს.

„ვლაჰოვიჩის მთავარ ალტერნატივად იუვე ჯანლუკა სკამაკას მიიჩნევს და არ არის გამორიცული, ტურინელებმა მის გაფორმებაზე ზამთარშივე იმუშაონ, თუმცა იუვენტუსის გარდა სკამაკას ტრანსფერით ინტერიც ინტერესდება.“