Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ კესის გონზე მოსვლის დრო ჯერ კიდევ აქვს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ფრანკ კესის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.

კესის მიმდიანრე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მზად არის მას ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდა შესთავაზოს, თუმცა მისი აგენტი 9 მილიონს ითხოვს.

„ნეგატიური გრძნობა კესის კონტრაქტთან დაკავშირებით არ შეცვლილა, მაგრამ მას გონზე მოსვლის დრო ჯერ კიდევ აქვს.

„მილანი საკმაოდ მნიშვნელოვან კონტრაქტს სთავაზობს და გუნდი მზად არის მის გამო გამონაკლისი დაუშვას, თუმცა რა თქმა უნდა, როსონერის ხელმძღვანელობა 8-9 მილიონის გადახდას არასდროს დათანხმდება.

„ბოლო პერიოდში კონტრაქტები სეზონის მეორე ნახევარში ხანგრძლივდება და იქამდე კესის კარგად დაფიქრების საშუალება ექნება, სურს თუ არა მას რეალურად მილანის დატოვება, რადგან ფინანსური კუთხით გუნდი მას უკეთეს პირობებს აღარ შესთავაზებს.“