Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ კვარაცხელიას ნაპოლის რიგებში სიამოვნებით ვიხილავდი“

ერთ-ერთმა გამორჩეულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის წიგნში სახელად “Grand Hotel Calciomercato-ში” ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის რიგებში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ხვიჩა 20 წლის ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამჯერად რუბინის რიგებში თამაშობს. მისი პოზიცია მარცხენა ვინგერია, მას ზეწოლის ატანა შეუძლია და შესანიშნავი დარტყმა აქვს, რომელიც ქომაგებს აუცილებლად მოეწონება.

„ხვიჩამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს დიდ მატჩებში. მას კარგი მარჯვენა აქვს, თუმცა მარცხენა ფეხითაც კარგად შეუძლია თამაში, აქვს კარგი ფიზიკა და არის ფეთქებადი, აქვს ძალიან კარგი აჩქარება და შეუძლია ტემპის შეცვლა. ტექნიკის მხრივ ის ძალიან მაღალ დონეზეა.“