Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ კონტეს დე პაული სურს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს უდინეზეს ნახევარმცველი, როდრიგო დე პაული სურს.

„იანვრის სატრანსფერო პერიოდი უფრო რთული იქნება, ვიდრე სექტემბერი – ოქტომბრის დროს იყო. გუნდები ფინანსურად უფრო და უფრო სუსტდებიან და ჩვენ ფეხბურთელების გაცვლას და იჯარებს უფრო ხშირად ვიხილავთ.

„ინტერს დიდი ალბათობით კრისტიან ერიქსენი და ნაინგოლანი დატოვებენ და ნერაძურის იმედი აქვს, რომ კონტეს მოთხოვნილი როდრიგო დე პაულის გაფორმებას მოახერხებს.“