Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ ლაუტაროს აგენტს მილანში ელოდებიან”

როგორც ჩანს, ლაუტარო მარტინესის ბარსელონაში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი მილანს უახლოეს დღეებში ეწვევა და ნერაძურისთან მოლაპარაკებებს გამართავს, რის შემდეგაც მარტინესი ნერაძურისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

„ლაუტაროს აგენტი მილანში 2-3 დღეში ჩაფრინდება. ბარსელონამ მარტინესის ტრანსფერზე მოლაპარაკებების წამოწყება მართლაც სცადა, თუმცა ინტერმა ისინი უმალვე უარით გაისტუმრა და ფეხბურთელს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.“

მარტინესმა გასულ სეზონში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.