Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ მილანი მცველს აუცილებლად დაიმატებს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მცველს აუცილებლად დაიმატებს.

„მილანი იანვარში ისეთი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება, რომელსაც ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დასჭირდება. მათ სიაში ერთ-ერთი მთავარი სახელი ტორინოს ბრემერია, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

„როსონერის ორი გზა აქვს, განახორციელოს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ახლავე და გაიფორმოს ახალგაზრდა, ნიჭიერი მცველი, ან ევროპის რომელიმე გრანდიდან დაიმატოს გამოცდილი ფეხბურთელი იჯარით, შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით.

„ვფიქრობ, რომ გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს და ტრანსფერისთვის მზადებას დაიწყებს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მილანი დაცვის ხაზში ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებს.“