Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ მილანმა დონარუმას შემთხვევაში გამონაკლისები უნდა დაუშვას“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ჯიჯო დონარუმას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

ახალი დეტალების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„მილანმა დონარუმას შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დაუშვას და დათმობაზე უნდა წავიდეს. ის 1999 წლის კლასის პროდუქტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი კიპერი, რომლის შეძენა დღევანდელ ფეხბურთში ძალიან დიდი ფული დაჯდებოდა, ამიტომ რამდენიმე მილიონის გამო მისი დაკარგვა უაზრობა იქნებოდა.

„დონარუმას უკვე აქვს იმის უფლება, რომ სხვა გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს და ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ მას მილანში დარჩენა სურს. მილანის პოლიტიკა გასაგებია, თუმცა თუ მათ ჯიჯოს შენარჩუნება სურთ, გამონაკლისის დაშვება მოუწევთ.“