Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ მილანს, იუვენტუსს და რომას ვლაჰოვიჩის გაფორმება გაუჭირდებათ“

ჯანლუკა დი მარციომ იუვენტუსის, მილანის და რომას სატრანსფერო სამიზნის დუშან ვლაჰოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

„ფიორენტინას ვლაჰოვიჩის გაშვება არ სურს და მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს. ვლაჰოვიჩის გაფორმება, იტალიური გრანდების გარდა, რამდენიმე ინგლისურ გუნდსაც სურს, თუმცა კომისოს დარწმუნება ძალიან რთული იქნება.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვლაჰოვიჩის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურება, რაც ფიორენტინას საკმარისზე მეტ დროს აძლევს იმისთვოს, რომ ფეხბურთელის გაყიდვაზე ჯერჯრობით არ იფიქროს.

„ფიორენტინა ახალი მწვრთნელის ძიებაშია და სურს, რომ ვლაჰოვიჩი გუნდის პროექტის ლიდერი გახდეს. მათ გატუზოსთან და დე ძერბისთან მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა იების ახლანდელი შემადგენლობა არც ერთ მათგანის თამაშის სტილს არ შეეფერება.

„ამ მომენტისათვის იურიჩი ყველაზე კარგი ვარიანტია, რომელიც გუნდის ბევრ წევრს კარგად იცნობს და თან 3-მცველიანი ტაქტიკით თამაში შეუძლია.“