Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გომესი ატალანტადან წასვლის შემთხვევაში იტალიაში დარჩეს“

ჯანლუკა დი მარციომ პაპუ გომესის ბერგამოდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„ატალანტამ გომესის აგენტს გასაგებად უთხრა, რომ პაპუს უფასოდ გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 10-12 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რის გადახდასაც იანვარში ალბათ ბევრი გუნდი არ მოინდომებს.

„სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ სიტუაცია გასპერინის, გუნდს და გომესს შორის შედარებით დაწყნარდა და ბერგამოელებს გომესის დარჩენის იმედი აქვთ, თუმცა ჩემი აზრით ეს ძალიან რთული იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ატალანტა გომესის სანაცვლოდ 10-12 მილიონს ითხოვს და არგენტინელი სეზონში 3 მილიონ ევროს იღებს, იტალიურ გუნდებს მისი გაფორმება გაუჭირდებათ და დიდი ალბათობით ის იტალიას დატოვებს.“