Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ ნაპოლის ვესინოს გაფორმება მხოლოდ იჯარით სურს“

ჯანლუკა დი მარციომ მატიას ვესინოს ნაპოლიში შესაძლო ტრანსფერზე უახლესი ცნობები გაავრცელა.

„ნაპოლის ვესინოს დამატება მართლაც სურს, თუმცა პარტენოპეის მისი იჯარით აყვანა უნდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით და ფეხბურთელის ტრავმიდან გამომდინარე ინტერს თანხის შემცირებას სთხოვს.“

ნერაძური 29 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან ის კონტეს გეგმებში არ შედის, თუმცა გუნდს მის სანაცვლოდ თანხის მიღება ახლავე სურს.

ვესინომ გასულ სეზონში ინტერის მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.