Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ პოგბას იუვენტუსი უყვარს, იუვეს კი პოგბა, თუმცა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნების შანსებზე ისაუბრა.

პოგბას წითელ ეშმაკებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის სახელს ტურინულ გრანდს აქტიურად უკავშირებენ.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იუვენტუსს პოგბა უყვარს და მას გუნდში სიამოვნებით იხილავდა. იუვეს მიმართ გულცივი არც თავად ფრანგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ტურინში დაბრუნება ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია.

„იუვენტუსის ახალი პროექტის მიხედვით, ტურინელები 10 მილიონზე მეტი ხელფასის გადახდას არავისთვის აპირებენ, ამიტომ იუვეში დასაბრუნებლად პოლს ხელფასის მნიშვნელოვანდ შემცირება მოუწევს.“