Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი მარციო:“ რანოკია ინტერს მომავალ კვირაში დატოვებს“

ჯანლუკა დი მარციომ რანოკიას და დარმიანის სიტუაციაზე ისაუბრა.

„დარმიანი ფაქტობრივად ინტერის ფეხბურთელია, ტრანსფერზე ყველაფერი მოგვარებულია, თუმცა ნერაძურის პირველ რიგში რანოკიას გაყიდვა მოუწევს, რომელიც ჯენოას ოფიციალურად მომავალ კვირას შეუერთდება.

„ინტერი შკრინიარის გაყიდვასაც აქტიურად ცდილობს და თუ ის გუნდს დატოვებს, ნერაძური მილენკოვიჩის, სმოლინგის ან კაბაკის გაფორმებას შეეცდება.“