Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დი ფრანჩესკო:“ ნაინგოლანს კალიარიში დაბრუნება სურს“

კალიარის მთავარი მწვრთნელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს მტკიცებით, გუნდი რაჯა ნაინგოლანის დაბრუნებაზე მუშაობს და სარდინიული გუნდის რიგებში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი არ არის.

„გოდინი უკვე ჩვენთან არის, რაც ძალიან მახარებს, ახლა ჩვენ რაჯას ტრანსფერზე ვმუშაობთ, რომელსაც ასევე სურს კალიარიში დაბრუნება. მასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს და რაჯამ იცის, რომ გუნდი მის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.“

Calciomercato-ს ინფორმაციით, კალიარის ფეხბურთელის გაფორმება იჯარის წესით სურს, ინტერი კი ამ ვარიანტს არ განიხილავს და ბელგიელს მხოლოდ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.