Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი ჯენარო:“ კიეზა დიდი დანაკლისია, იუვემ მისი შემცვლელი უნდა გაიფორმოს“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად კომენტატორმა ანტონიო დი ჯენარომ იუვენტუსის სიტუაციაზე და ფედერიკო კიეზას ტრავმაზე ისაუბრა.

„კიეზა იუვენტუსისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. სპორტული ასპექტების გარდა, გუნდს მისი მოტივაცია და მებრძოლი ხასიათი დააკლდება. ვფიქრობ, რომ თუ იუვენტუსს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს, მათ სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად უნდა იაქტიურონ.

„ამ მომენტისთვის, არც მორატას და მითუმეტეს არც კენს არ დაუმტკიცებიათ, რომ ისინი იუვენტუსის დონის ფორვარდები არიან. მართალია ალვარო გუნდს ძალიან ეხმარება, თუმცა მისგან პირველ რიგში გოლებს ველოდებით, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.“