Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონადონი:“ ინტერი, მილანი და ნაპოლი ფავორიტები არიან, მაგრამ იუვეს ჩამოწერა არ შეიძლება“

მილანის ყოფილმა ნახევარმცველმა რობერტო დონადონიმ სკუდეტოს ფავორიტებზე ისაუბრა.

„ამ მომენტისათვის ფურცელზე ფავორიტები ინტერი, მილანი და ნაპოლი არიან. მათ შემადგენლობის სიღრმე და სეზონის კარგი სტარტი უწყობთ ხელს, რომ სკუდეტოსთვის სეზონის ბოლომდე იბრძოლონ

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცუდი სტარტის მიუხედავად იუვენტუსის ჩამოწერა არ შეიძლება. მათ ძალიან კარგი შემადგენლობა და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სირთულეებს და ვფიქრობ, რომ ძალაინ მალე ტურინელები ლიდერებს დაეწევიან.“