Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონადონი:“ მილანს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია“

რობერტო დონადონის აზრით, განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ მილანს სკუდეტოსთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა.

„სერია ა-ში თანაბრად ძლიერი რამდენიმე გუნდია, რომლებიც სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძლებენ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მათგანი მილანია.

„არ მგონია, რომ იუვენტუსი, ინტერი, ლაციო, ნაპოლი ან რომა მილანს რაიმეთი აღემატებიან, ისინი მეტ-ნაკლებად ერთი დონის გუნდები არიან.

„მილანმა სხვებთან ჩამორჩენა მენეჯმენტის სტაბილურობით აღმოფხვრა. თუ სხვებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ, პიოლის ამის პრობლემა არ აქვს.

„სტეფანო შესანიშნავი მწვრთნელია და მას გუნდისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ჩემპიონთა ლიგა ? რა თქმა უნდა, როსონერის ძალიან რთული ჯგუფი შეხვდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს საჭირო გამოცდილებას მისცემს.

„ასეთი ჯგუდიფან გასვლა პროგრამა მინიმუმი ვერ იქნება, თუმცა იმედია როსონერი ამას მოახერხებს.

„დონარუმა ? ჯიჯო მსოფლიოში 4 საუკეთესო კიპერს შორის შედის, მაგრამ მან თვისი არჩევანი გააკეთა და როსონერიმ მენიოს სახით მისი შესანიშნავი შემცვლელი იპოვნა.

„ჩალჰანოღლუს რაც შეეხება, ის მილანში კარგი იყო, მაგრამ არა სტაბილური. როდესაც ფეხბურთელი მხოლოდ ნახევარი სეზონი თამაშობს კარგად, ეს ჩემთვის მისაღები არ არის.

„საბოლოო ჯამში მილანმა შესანიშნავი ტრანსფერები განახორციელა. შესაძლოა გუნდმა მეგა-ტრანსფერები ვერ გააკეთა, მაგრამ გუნდის საერთო დონემ აშკარად მოიმატა.

„ჟირუ და იბრა ერთად ? სიმართლე რომ გითხრათ, მათ მოედანზე ერთდროულად ყოფნა რთული წარმოსადგენია. ორივე მათგანი მძიმე ფორვარდია, იდენტური მახასიათებლებით, მაგრამ ჟირუს გუნდში ყოფნა გარანტირებულ გოლებს და დიდი გამოცდილების ქონას ნიშნავს.

„ტონალი ? მას გასულ სეზონში ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა, რომლის დროსაც სანდრომ საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარა, მაგრამ ზოგჯერ ჩაკარგული იყო.

„ახლა კი ის მილანისთვის მზად არის. მან ბენასერთან და კესისთან კონკურენცია სათავისოდ უნდა გამოიყენოს და კიდევ უფრო ბევრი უნდა იმუშაოს, ეს სამივესთვის სასარგებლო იქნება.

„მესიასი ? კროტონეში ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მილანი სულ სხვა დონეა, მაგრამ თუ ის წნეხს გაუძლებს, გუნდს აუცილებლად გამოადგება.“