Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონადონი:“ მილანს სკუდეტოს მოგება შეუძლია“

მილანის ყოფილი ფეხბურთელის, რობერტო დონადონის თქმით, სტეფანო პიოლიმ დიდებული სამუშაო გასწია და როსონერის სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„ტელევიზორიდანაც ჩანს, რომ მილანს საკუთარი თავის რწმენა უმაღლეს დონეზე აქვს. ამის დანახვა პარმასთან მატჩშიც შეიძლებოდა, როდესაც გუნდი 2 ბურთით აგებდა, თუმცა მათი ყურებისას ისეთი გრძნობა მქონდა, რომ როსონერი თამაშს არ წააგებდა.

„მილანი შესანიშნავ ფორმაშია და ამას ყველა ხედავს, თუმცა გუნდმა კონცენტრაციის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე უნდა მოახერხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ.

„პიოლიმ დიდებულად იმუშავა და მას კომპლიმენტები ეკუთვნის. ჩემი აზრით, დღესდღეობით მილანი სერია ა-ს ფავორიტია, თუმცა იქამდე დიდი გზაა გასავლელი და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.“