Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონადონი:“ ტონალის პროგრესი წარმოუდგენელია…“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო დონადონიმ სანდრო ტონალის შესახებ ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში როსონერის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა და 7 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება უკვე მოასწრო.

„ჩვენ გასულ სეზონშიც ყველამ ვიცოდით, რომ ტონალის შესანიშნავი მახასიათებლები ჰქონდა, მაგრამ ამ სეზონში მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„ახლა ის გადაწყვეტილებებს უფრო ცივსისხლიანად იღებს, თავის აგრესიას კი მომენტების შექმნისა და გოლების გატანისთვის იყენებს.

„გასულ წელთან შედარებით, მან ტრანსფორმაცია განიცადა. ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელიდან სანდრო შესანიშნავ ნახევარმცველად გადაიქცა. ის მილანის მომავლის მნიშნელოვანი ნაწილია.“