Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმამ ვირუსის დადასტურების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ რამდენიმე საათის წინ მილანის კარის დარაჯს, ჯიჯო დონარუმას კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ის დღევალნდელ მატჩს რომას წინააღმდეგ გამოტოვებს.

ახალგაზრდა იტალიელმა კომენტარი თავისი ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა:

„გამარჯობათ, სამწუხაროდ ჩემი ტესტი კორონა ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ და დამახასიათებელი სიმპტომები არ მაქვს.

„მოცემულ შანსს გამოვიყენებ და ყველა იმ ადამიანისთვის ვილოცებ, ვინც ამ საშინელ ვირუსს ებრძვის, იყავით ძლიერები და არ დანებდეთ !

„დღეს ჩემს თანაგუნდელებს ტელევიზორიდან მივადევნებ თვალყურს და ვიცი, რომ ბიჭები გაიმარჯვებენ. Forza Milan!”