დონარუმამ პსჟ და ტოტენჰემი უარით გაისტუმრა და მილანს შეუთანხმდა

ჯიჯო დონარუმამ რამდენიმე გრანდი უარით გაისტუმრა და ახალ კონტრაქტზე თანხმობა განაცხადა,რომელსაც ვადა 2023 წლის ივნისამდე ექნება.

მედიაში დონარუმას სახელს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა.მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წელში იწურება და მილანი ვალდებული იყო ან ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინა,ან ფეხბურთელი გაეყიდა,რომ მომავალ წელს უფასოდ არ დაეკარგა.

MilanNews-ის ინფორმაციით,დონარუმამ მინო რაიოლას უთხრა,რომ ის მილანში დარჩება და მზად არის,ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

მისი ერთადერთი მოთხოვნა მილანის ამბიციები იყო და რალფ რანგნიკის მისვლასთან ერთად,როსონერი მართლაც ახალ და ამბიციურ პროექტს იწყებს,რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებით ახალი გუნდის აშენება იქნება,სადაც ჯიჯო ერთ-ერთი ფუნდამენტია.

Leave a Reply

Your email address will not be published.