Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმასთვის ბრძოლაში 3 ინგლისური გუნდი ჩაერთო

ჯიჯო დონარუმას საგას ბოლო არ უჩანს და როგორც ჩანს, ყველაფერი უფრო ჩახლართული ხდება, რადგან იტალიური მედიის ცნობით, იტალიელი კიპერისთვის ბრძოლაში კიდევ 3 გუნდი ჩაერთო.

იუვენტუსი, პსჟ და ბარსელონა ფეხბურთელის დამატებას უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ცდილობენ, თმცა ფინანსური მოთხოვნებისა და კიპერის პოზიციაზე უკვე არსებული კადრების გამო გუნდები მის დამატებას ვერ ახერხებდნენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ტრიოს კონკურენტები მოუმრალვდნენ და ბოლო საათებში მინო რაიოლას დონარუმას ტრანსფერზე არსენალმა, ტოტენჰემმა და ჩელსიმ მიმართეს.