Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმას ახალ კონტრაქტთან საბოლოო წინაღობა აშორებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, მინო რაიოლა და მილანი ჯიჯო დონარუმას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა ახალგაზრდა იტალიელი კიპერი ახალი ხელშეკრულების თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს, ის მილანში 2025 წლამდე დარჩება და ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

ერთადერთი პუნქტი, რაზეც ჯერჯერობით მილანი და რაიოლა ვერ თანხმდებიან, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა. რაიოლას სურს, რომ თუ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს, ჯიჯოს კონტრაქტში ამოქმედდეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს მისი გამოსყიდვა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.

მილანის ბოლოდროინდელი შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ როსონერი ამ მოთხოვნას დათანხმდეს და იტალიაში ვარაუდობენ, რომ დონარუმა ახალ კონტრაქტს ხელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე მოაწერს.