Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმას გაფორმებით ბარსელონაც ინტერესდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, მილანი და დონარუმა კი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ და ახალგაზრდა იტალიელ კიპერს მსურველები დღითი დღე ემატება.

გუშინ დონარუმას კონტრაქტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს, დონარუმას აგენტი მინო რაიოლა კი მაქსიმუმ 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზეა თანახმა და სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერის უფასოდ გაფორმების პერსპექტივა სულ უფრო და უფრო მეტი გრანდის ყურადღებას იქცევს და ამჯერად მათ სიას კატალონიის ბარსელონა შეუერთდა.

DonBalon-ის ინფორმაციით, კატალონიელები მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გუნდიდან გაშვებას და მის შეცვლას დონარუმათი აპირებენ.

მინო რაიოლას ბარსელონას პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატთან ხოან ლაპორტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც კატალონიელებს ამ ტრანსფერის იმედს მატებს…