Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმას კიდევ ერთი რეკორდი მილანის რიგებში…

სანამ ჯიჯო დონარუმას მილანიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება, ახალგაზრდა იტალიელი კიპერი კიდევ ერთ რეკორდს ამყარებს.

დღეს მილანი კალიარის დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, როსონერი ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს.

კალიარისთან მატჩში დიდი ალბათობით ჯიჯო დონარუმა ძირითად შემადგენლობაში იქნება და ის მილანის მაისურით 250-ე მატჩს ჩაატარებს, 22 წლის ასაკში კი ასეთი მაჩვენებლისთვის მილანის ისტორიაში არასოდეს მიუღწევია…