Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმას კონტრაქტზე საუბარი ჩიხში შევიდა…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მილანსა და ჯიჯო დონარუმას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ძალიან რთულად ვითარდება.

იტალიელ კიპერს ხელშეკრულება მილანთან სეზონის ბოლოს უმთავრდება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებას უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცდილობენ, თუმცა შეთანხმებას ვერ აღწევენ.

მილანის ბოლო წინადადება კონტრაქტის 5 წლით გახანგრძლივება, სეზონში ანაზღაურება კი 7.5 მილიონი ევროა, რაიოლა კი თავის მხრივ ხელფასს 10 მილიონ ევროს ითხოვს და კონტრაქტის გაფორმება 2 სეზონზე მეტი არ სურს.

გაზიდისმა Sky Sport-თან ინტერვიუში განაცხადა (სრული ინტერვიუს სანახავად დააკლიკეთ აქ), რომ მილანი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ყველა ხერხით ცდილობს, თუმცა ბოლო სიტყვა დონარუმას ეკუთვნის…