Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმას მილანში დარჩენა უფრო რთულდება…

მილანის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მათ ჯიჯო დონარუმას გუნდში დატოვება სურთ, თუმცა ამისთვის დიავოლოს ბევრი მუშაობა მოუწევს.

როგორც იცით, დონარუმას კონტრაქტი მილანთან მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კი მხარეებს შორის საკმაოდ დიდი უთანხმოებაა. იმის გარდა, რომ დონარუმა ახალ კონტრაქტში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს, რაც თითქმის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე მილანის შეთავაზებული თანხა, ასევე Tuttosport ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაიოლს ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩადებას ითხოვს, რომელიც 50 მილიონს არ უნდა აღემატებოდეს, რაზეც გუნდის ხელმძღვანელობა კატეგორიულ უარზეა…

იუვენტუსმა და ჩელსიმ დონარუმას შეძენის სურვილი უკვე დააფიქსირა და თუ მილანი უახლოესი თვეები განმავლობაში ჯიჯოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ მოახერხებს, მათ ახალგაზრდა იტალიელი კარის დარაჯის გაყიდვა მოუწევთ…

Leave a Reply

Your email address will not be published.