Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმას მომავალი ატალანტასთან მატჩის შემდეგ გადაწყდება

ჯიჯო დონარუმას კონტრაქტის ამოწურვამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება და მისი მომავალი საბოლოოდ ატალანტასთან მატჩის შემდეგ გადაწყდება.

ახალგაზრდა იტალიელ კიპერს მილანში დარჩენა სურს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გარეშე როსონერის ფეხბურთელის მოთხოვნილი ხელფასის გადახდა გაუჭირდება.

როსონერი 22 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს სთავაზობს, მინო რაიოლა კი 10 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ჩემპიონთა ლიგის გარეშე როსონერის გაუჭირდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დონარუმას ტრანსფერით კვლავ ინტერესდება, მაგრამ მათ ჯერ ოფიციალური წინადადებით რაიოლასთვის არ მიუმართავთ, რადგან პირველ რიგში შესნის გასხვისებას ცდილობენ.