Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმას მსურველები არ ჰყავს…

ჯიჯო დონარუმა ასაკის მიუხედავად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად მოიაზრება და იმის ფონზე, რომ მას მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ჯიჯოს მსურველთა რიგი უნდა ედგას, თუმცა…

დონარუმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ Repubblica-ს მტკიცებით, კონკრეტული წინადადებით არც ერთ გუნდს არ მიუმართავს, ამის მიზეზი კი მინო რაიოლას მოთხოვნილი პირობებია, რომელიც დონარუმასთვის სეზონში 12 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.