Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია…“

ესპანეთის დამარცხების და ფინალში გასვლის შემდეგ, ჯიჯო დონარუმამ, რომელმაც ალვარო მორატას პენალტი მოიგრია და აძური ფინალში გაიყვანა, კომენტარი გააკეთა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ ფინალში გასვლა მოვახერხეთ.

„იმ გრძნობების გადმოცემა რასაც მე ახლა ვგრძნობ სიტყვებით შეუძლებელია. მინდა ამ გამარჯვებით უდიდესი სიამოვნება მივიღო, გამარჯვებით, რომელიც სპინაცოლას ეძღვნება.

„ჩვენ მატჩის წინ მეკარეების მწვრთნელებთან ერთად ესპანეთის პენალტები შევისწავლეთ, რაც საბოლოო ჯამში ძალიან გამომადგა.

„მადლობა ბიჭებს და ქომაგებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში უდიდესი ენერგიით და შემართებით გვმუხტავდნენ. ჩვენ ოცნების ახდენამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია.

„ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ იტალიას უდიდესი გული აქვს, ჩვენ არასოდეს ვნებდებით და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ფინალში თამაში დავიმსახურეთ.“