Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგებას ითხოვს…

ჯიჯო დონარუმა მილანის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და როსონერის ხელმძღვანელობას არასოდეს დაუმალავს, რომ მისი შენარჩუნება უნდა.

ახალგაზრდა იტალიელი კიპერის კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და დიავოლო ვალდებულია, ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი ახლავე გააფორმოს, რომ მისი უფასოდ დაკარგვა თავიდან აიცილოს.

როსონერიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ახლახანს დაასრულა, თუმცა როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია.

Corriere Della Sera-ს მტკიცებით, ჯიჯომ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში ანაზღაურების სახით არც მეტი, არც ნაკლები, 10 მილიონი ევრო მოითხოვა.

წყაროს ინფორმაციით, მილანს სურდა, რომ ჯიჯოს ახალი კონტრაქტის მიხედვით იგივე ხელფასი, 6 მილიონი ევრო მიეღო, თუმცა მინო რაიოლამ როსონერის უკვე აცნობა, რომ დონარუმა ამ პირობაზე არ დათანხმდება და სეზონში 10 მილიონი სურს…

Leave a Reply

Your email address will not be published.