Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ გაშვებული გოლი შესაძლოა დაგვეხმაროს კიდეც“

იტალიის ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ჯიჯო დონარუმამ კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა, თუმცა ძოფის რეკორდის გასაუმჯობესებლად საკმარისი აღმოჩნდა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ჯიჯო დონარუმამ გააკეთა.

„ვიცოდით, რომ წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდებოდა. ავსტრიას შესანიშნავი ნაკრები ჰყავს და გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლომდე ბრძოლა დაგვჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოდმევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით.

„მართალია მატჩის მიწურულს გოლი გავუშვით, მაგრამ ამან შესაძლოა გარკვეული ტვირთი მოგვხსნას და ამაზე ნაკლებად ვიფიქროთ.

„რომელ გუნდთან მირჩევნია დაპირისპირება ბელგიასა და პორტუგალიას შორის ? ჩვენთვის არ აქვს, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე, იტალიამ ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს და საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს.“