Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა იუვენტუსთან კონტრაქტს ევროპის ჩემპიონატამდე გააფორმებს

IlBianconero-ს ჟურნალისტის მარჩელო ჩირიკოს ინფორმაციით, მინო რაიოლამ იუვენტუსთან ჯიჯო დონარუმას კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტს მას შემდეგ გააფორმებენ, რაც იუვენტუსი ვოიცეხ შესნის გასხვისებას მოახერხებს. ჟურნალისტის თქმით, შესნის არაერთი მსურველი ჰყავს და რამდენიმე მათგანი პოლონელ კიპერთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამიტომ როგორც ჩანს, დონარუმა შავ-თეთრი მაისურის მორგებასთან ძალიან ახლოსაა.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმების გაოფიციალურება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სურთ, რომელიც სტარტს 11 ივნისს აიღებს.