Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმა მადრიდის რეალსაც მოუნდა

ESPN-ის ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმას მსურველთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება და ლონდონის ჩელსის შემდეგ ახალგაზრდა იტალიელი კიპერის გაფორმების სურვილი მადრიდის რეალმა გამოთქვა.

21 წლის ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მინო რაიოლა მილანისგან სეზონში დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.

ესპანური გამოცემა DefensaCentral-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზად არის ფეხბურთელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ხელფასი გაუორმაგოს…