Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ მე ყოველთვის მილანის ქომაგი დავრჩები“

ჯიჯო დონარუმამ Sky Sport-თან საუბრისას მილანიდან წასვლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ყოველთვის როსონერის გულშემატკივარი იქნება.

„მილანიდან წასვლის შესახებ ერთ დღეს გულახდილად ვისაუბრებ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მილანის გულშემატკივარი დავრჩები. როსონერის ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ამ თემაზე მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ…“

დონარუმას მილანთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ის უახლოეს დღეებში პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.