დონარუმა მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს,თუმცა…

ჯიჯო დონარუმა როსონერისთან კონტრაქტს სულ მალე გაახანგრძლივებს,თუმცა მას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის – 60 მილიონი ევროს მითითება სურს.

იტალიური პრესის მტკიცებით,მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდება და ორივე მხარეს თანამშრომლობა სურთ.

დონარუმას გაფორმება მიმდინარე კრიზისამდე იუვენტუსს,რეალს,პსჟ-ს და მანჩესტერ იუნაიტედს სურდათ,თუმცა ახლა მის საფასურს ვერავინ გადაიხდის,რაც ფეხბურთელის გუნდში დარჩენას გულისხმობს.მას მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება და მილანი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ამიტომ ჩქარობს.

როსონერი ახალგაზრდა იტალიელს 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს,თუმცა დონარუმას მოთხოვნით,თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს,მისი შეძენა ნებისმიერ გუნდს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

Leave a Reply

Your email address will not be published.