Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმა მილანისგან გარანტიებს ითხოვს

ჯიჯო დონარუმა მზად არის,მილანთან ახალი,გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს,თუმცა გუნდთან რამდენიმე მოთხოვნა აქვს.

ახალგაზრდა იტალიელ კიპერს კონტრაქტი 2021 წლის სეზონის ბოლოს უთავდება და მილანს მხოლოდ 2 გზა აქვს,გაყიდოს უახლოესი სატრანსფერო პერიოდის პერიოდში,ან ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.წინააღმდეგ შემთხვევაში,მას სრულიად უსასყიდლოდ დაკარგავს.

Corriere della Sera-ს მტკიცებით,გაზიდისი ფეხბურთელის ხელფასის შემცირებას აპირებს.ახლანდელი 6 მილიონის ნაცვლად,მილანის სპორტული დირექტორი ჯიჯოს სეზონში 5 მილიონ ევროს შესთავაზებს.

დონარუმას მილანში დარჩენა უნდა,თუმცა ეკონომიკურ და სპორტულ გარანტიებს ითხოვს.მას ხელფასის შემცირების სურვილი არ აქვს და ამის გარდა,მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და თუ გუნდი ამის გარანტიას არ მისცემს,იტალიელი კიპერი გუნდს დატოვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.