Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა – მილანის ერთადერთი ნათელი წერტილი…

გუშინდელ მატჩში სპეციასთან ჯიჯო დონარუმა ალბათ ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც როსონერის მხრიდან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ როსონერიმ მას კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაუფორმოს.

ჯიჯო დონარუმამ რიკარდო საპონარას დარტყმის შემდეგ დიდებული სეივი განახორციელა, რაც გუნდის საბოლოო შედეგის გამო ჩაიკარგა, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მილანს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი ჰყავს…

Calciomercato-ს აზრით, იტალიურ ფეხბურთში ჩართულ ადამიანებს კარგად მოეხსენებათ, რომ მინო რაიოლასთვის აზრის შეცვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია და მალდინის მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ახალგაზრდა კარის დარაჯს დაკარგავს…