Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმა:“ მილანმა ინტერთან ჩამორჩენა შეამცირა“

ჯიჯო დონარუმამ მოახლოებულ დერბიზე ისაუბრა, რომელიც 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

„ჩვენ ინტერთან ჩამორჩენა შევამცირეთ, რადგან მილანმა სატრანსფერო ფანჯარაზე საჭირო სვლები გააკეთა.

„მწვრთნელი შესანიშნავად მუშაობს და ახლა ჩვენი ჯერია დავამტკიცოთ, რომ ინტერს მივუახლოვდით. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე და ჩვენს შესაძლებლობებს ყველას დავანახებთ.

„ზოგჯერ შენ კარგად თამაშობ, თუმცა შედეგს ვერ აღწევ, დერბიში კი პირველ ადგილზე სწორედ შედეგი დგას.

„ინტერი ძალიან კარგი გუნდია და მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, მათ მიმდინარე სეზონში დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ, თუმცა მოედანზე ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით.

„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ჩვენ არაფრის გვეშინია. დერბიში წარმატება გუნდს ძალიან დიდ მუხტს და თავდაჯერებულობას მისცემს, რაც სეზონის სტარტზე ძალიან საჭიროა. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ და მილანისთვის ბევრი რამის მიცემა შეგვიძლია.

„ყველას გვსურდა, რომ ზლატანი დერბისთვის მზად ყოფილიყო და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ის, როგორც თითოეული ჩვენგანი, ძალიან მონდომებულია.“