Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმა:“ მილანში დიდი ხნით მსურს დარჩენა“

ჯიჯო დონარუმამ ფიორენტინასთან მატჩის წინ თავის კონტრაქტზე ისაუბრა, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება.

„გუნდთან ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს და არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე მინდა, რომ მილანში დიდი ხნით დავრჩე, თუმცა ვნახოთ, რას გადაწყვეტს კლუბი. ჩვენ ახლა ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას და კონტრაქტზე საუბარი არ მსურს.”