Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა მომდევნო სეზონს იჯარით რომაში გაატარებს ?

ჯიჯო დონარუმას პსჟ-ში ოფიციალური ტრანსფერი დროის საკითხია. იტალიელი კიპერი პარიზელებთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, პსჟ-ში კიპერის პოზიციაზე არსებული კონკურენციის გამო (ნავასი, რიკო, არეოლა), პარიზელები მომდევნო სეზონში ჯიჯოს გაანათხოვრებენ და დიდი ალბათობით ის ერთი სეზონით რომას ღირსებას დაიცავს.