Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა პსჟ-ში ბედნიერი არ არის…

ფრანგული და იტალიური წყაროების ინფორამციით, ჯიჯო დონარუმა პსჟ-ში ბედნიერი არ არის და გუნდის გამოცვლას ზაფხულში სერიოზულად განიხილავს.

იტალიელმა კარის დარაჯმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს 10 მატჩიდან მონაწილეობა მხოლოდ 2-ში მიიღო და რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ინფორამციით, მის კონკურენტ კეილორ ნავასს სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელების მხარდაჭერა აქვს, მათ შორის მესის და იმის შანსი, რომ დონარუმა სეზონის მსვლელობისას ბევრ სათამაშო დროს მიიღებს, საკმაოდ მცირეა.

ამის გარდა, ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ცნობით ნეიმარსა და მბაპეს შორის გარკვეული სიტყვიერი უთანხმობება მოხდა და პსჟ-ში საერთო ჯამში კარგი სიტუაცია სულაც არ სუფევს.

Corriere della Sera-ს ცნობით, იუვენტუსი დონარუმას გაფორმებით კვლავ ინტერესდება და თუ ზაფხულში შესნის გასხვისება მოახერხა, რომელიც ვერც მიმდინარე სეზონში ბრწყინავს, იტალიელი კიპერის დამატებას ეცდება.