Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ პსჟ-ში ბედნიერი ვარ“

პსჟ-ს და იტალიის ნაკრების კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას პარიზული გუნდის დატოვება სურს ტყუილია და ის ახალ გუნდში ბედნიერია.

დონარუმამ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი გუშინ, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჩაატარა და ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

„სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე სათამაშო დროის ნაკლებობის გამო პსჟ-ს დატოვება მსურს, სრული სიცრუეა და ამ ტყუილზე ბევრი ვიცინე კიდეც.

„მე ვთამაშობ გუნდში, რომელშიც უამრავი ჩემპიონი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან, მე აქ ბედნიერი ვარ, გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ.“