Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ პსჟ-ში გადასვლა ბუფონმა მირჩია“

პსჟ-ს კარის დარაჯის ჯიჯო დონარუმას თქმით, პარიზულ გუნდში გადასვლა ლეგენდარულმა იტალიელმა ჯიჯი ბუფონმა ურჩია.

„მე პსჟ-ზე ბევრი კარგი რამ მესმოდა. ბუფონთან ამ საკითხზე ბევრი ვისაუბრე და ის მიყვებოდა გუნდის ისტორიის შესახებ, თუ რამდენად ლამაზი იყო პარიზი. ბედნიერი ვარ, რომ მან ეს ყველაფერი მომიყვა, რადგან მისმა სიტყვებმა ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია, ახლა კი ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ შესანიშნავი გუნდის ნაწილი ვარ, ჩვენ ერთად გამარჯვებებისთვის ვიბრძოლებთ.“