Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა პსჟ-ში მილანზე ნაკლებ ხელფასს მიიღებს…

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმა პსჟ-ში წლიურად იმაზე ნაკლებ გასამრჯელოს მიიღებს, ვიდრე მილანი მას ახალი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ სთავაზობდა.

მილანის აკადემიის აღზრდილმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა. იტალიურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ის პარიზულ გუნდში წლიურად ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა L’Equipe-ს მტკიცებით, ჯიჯო წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მილანის შეთავაზებულ 8 მილიონზე ნაკლებია…

წყაროს ცნობით, განსხვავება კონტრაქტში მითითებულ ბონუსებშია და ჯიჯოს წლიური გასამრჯელო შესაძლოა 10 მილიონამდე გაიზარდოს, მაგრამ ამისთვის დონარუმამ ლიგა 1-ს და ჩემპიონთა ლიგის ტიტული უნდა მოიპოვოს…