Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა პსჟ-ში ტრანსფერამდე სამედიცინო შემოწმებას იტალიაში გაივლის

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ჯიჯო დონარუმას ტრანსფერის გაოფიციალურების გადადება აღარ სურს და დიდი ალბათობით იტალიელი კიპერი სამედიცინო შემოწმებას რომში გაივლის.

22 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთნ 2026 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო 12 მილიონი ევრო იქნება.

წყაროს ცნობით, პსჟ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების თავკაცს რობერტო მანჩინის თხოვნით მიმართავს, რომ მათ ჯიჯოს სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება ნაკრებში ყოფნის დროს მისცენ.