Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ პსჟ-ში უბედნიერესი ვარ“

ჯიჯო დონარუმას თქმით, რომელსაც პსჟ-ში არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, ის პარიზულ გუნდში ბედნიერია და ტიტულების მოგებას აპირებს.

„ჩემთვის მესის და სხვა გამორჩეული ჩემპიონების გვერდით თამაში ძალიან დიდი პატივია. მე აქ ბედნიერი ვარ და პსჟ-ში ბევრი ტიტულის მოგებას ვგეგმავ.

„ახლა მთელი კონცენტრაცია ნაკრებზე მაქვს გაკეთებული, რადგან ჩვენ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, თუმცა ძალიან მალე პარიზში დავბრუნდები და ტიტულისთვის ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ.“