Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა სამედიცინო შემოწმებას ტურინში უახლოეს 48 საათში გაივლის

იტალიურ და ესპანურ მედიაში ჯიჯო დონარუმას მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება და თითქმის ყველა გამოცემა სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს.

TopCalcio24-ის ინფორმაციით, დონარუმამ იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და იტალიელი კარის დარაჯი ტურინში სამედიცინო შემოწმებას უახლოესი 48 საათის განმავლობაში გაივლის.

წყარო ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ის კი აღნიშნა, რომ მხარეებს შეთანხმების გაოფიციალურება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სურთ.

გათიშვა