Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმა სამედიცინო შემოწმებას იტალიაში დღეს გაივლის, რის შემდეგაც პსჟ-სთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს. ის პსჟ-ში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 12 მილიონს მიიღებს.

აძურის ნაკრებში თამაშის გამო, ჯიჯოს საფრანგეთში ჩაფრენის უფლება არ აქვს, ამიტომ ის სამედიცინო შემოწმებას პსჟ-ს წარმომადგენლებთან ერთად იტალიაში გაივლის.