Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია“

იტალიის ნაკრების და ძალიან მალე პსჟ-ს კარის დარაჯმა ჯიჯო დონარუმამ Rai Sport-თან აძურის პირველი მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, ჩემპიონატის წარმატებულად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს ჯერ გზის დასაწყისია და ჩვენ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო კარგად უნდა ვიასპარეზოთ.

„იტალიას კარგი შეამდგენლობა ჰყავს, გუნდმა თავისი ძლიერი მხარეები კარგად იცის, ჩვენ ერთი მიზნისთვის ვიბრძვით და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ.

„მანჩინი ? 2018 წელს უდიდესი იმედგაცრუების შემდეგ ნაკრების ჩაბარება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. მე მწვრთნელის საფეხბურთო ხედვა ძალიან მომწონს. გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ამავდროულად დაცვაში ძალიან ორგანიზებულია, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახება.“