Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ ცხოვრების ბოლომდე მილანის ქომაგი ვიქნები…“

იტალიის და პსჟ-ს კარის დარაჯის ჯიჯო დონარუმას თქმით, ის როსონერის თავკაცს სტეფანო პიოლის ხშირად ესაუბრება და მილანს ახლაც ისევე ქომაგობს, როგორც ადრე.

„მილანი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მე როსონერის ქომაგი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები.

„მილანის მაისურით მე წლების განმავლობაში ბოლომდე ვიხარჯებოდი, თუმცა მე ვგრძნობდი, რომ ცვლილებების დრო იყო და პსჟ-ში ყოფნით ბედნიერი ვარ. აქ ბოლო 2 თვის განმავლობაში როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი ძალიან განვითარდი. მა პარიზში სათამაშოდ მოვედი და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

„როსონერის რაც შეეხება, მილანის კარგი ფორმით და წარმატებული სვლით ბედნიერი ვარ, რადგან როგორც არაერთხელ აღვნიშნე, გუნდის დატოვების მიუხედავად, მე შავ-წითლების ქომაგი ვრჩები. მალდინისთან და პიოლისთან კვლავ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და სტეფანოს ხშირად ვესაუბრები კიდეც.“

ჯიჯომ ფლორენციაში კულიბალის წინააღმდეგ რასისტულ გამონათქვამებზეც გააკეთა კომენტარი.

„თითეული ჩვენგანი კულიბალის გვერდით ვართ, ჩვენ ყველანაირ დისკრიმინაციას ერთად უნდა დავუსპირისპირდეთ. სამწუხაროა, რომ ასეთი რაღაცეები კიდევ ხდება და იმედია დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.“